понедельник, 26 сентября 2016 г.

ტრენინგის მე-8 დღე

დღეს შევაჯამეთ წინა ტრენინგის ნასალა და გადავედით  პროექტის გეგმაზე.ჩემ ი პროექტისათვის ავირჩიე მეთოდები და თოთოეულ მეთოდს შევუქმენი შეფასების ფორმა. მაგალითად, ჯგუფებზე დაკვირვებისთვის  შეფასების ფორმად გამოვიყენე კითხვარი, რომელიც ავტვირთე "ვორდის"ფურცელზე და შევინახე ჩემს პაპკაში, რესურსებში. ასე მოვიქეცი დანარჩენ მეთოდებზეც.
მადლობა რუსა.

суббота, 24 сентября 2016 г.

ტრენინგის მე-7 დღე

    დღეს , როგორც ყოველთვის შევაჯამეთ წინა ტრენინგის მასალა და წარვადგინე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის ანუ გაზეთის პრეზენტაცია. მივიღე ტრენერისაგან და ჯგუფის წევრებისაგან რჩევები და რეკიმენდაციები. შემდეგ გადავედით მოდული 5-ზე შეფასება.. გავეცანით შეფასების 5 სტრატეგიას: 1.წინარე ცოდნა და საჭიროების შეფასება; 2.წახალისების, თვითრეგულირებადი სწავლისა და თანამშრომლობის სტრატეგია. 3. პროგრესის მონიტორინგი. 4. მეტაშემეცნებითი სტრატეგია; 5. გაგებისა და ხარისხის შემოწმების სტრატეგია.  განხილული სტრატეგიები და მეთოდები მოვარგე  საკუთარ პროექტს.  დღევანდელი შესწავლილი მასალის გამოყენებას შევეცდები კლასში.იმედია, პრობლემები არ მექნება. 
დიდი მადლიბა, რუსა გაწეული შრომისთვის.

воскресенье, 18 сентября 2016 г.

ტრენინგის მე-6 დღე

დღეს, როგორც ყოველთვის , შევაჯამეთ წინა ტრენინგის მასალა და დავიწყეთ მუშაობა მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის, პროდუქტის შექმნაზე. შევქმენი მოსწავლის გაზეთი  და დავდეთ ბლოგში. დღეს ვისწავლე ბლოგში დოკუმენტის  დადება,გასაჯაროება, წაშლა.
მადლობა რუსა.

суббота, 17 сентября 2016 г.

ტრენინგის მე-5 დღე
დღეს ვიმუშავე  ბლოგზე. ვისწავლე ბლოგის ფონის შეცვლა, გვერდების დამატება, გვერდების გამოჩენა ჰორიზონტალურად. ბლოგში ფურცლების მიმდევრობით დალაგება.აგრეთვე გავეცანი საავტორო უფლებებსაგანვიხილეთ  მოსწავლეთა შეფასების სტრატეგიებს: 1. მოსწავლეთა  წინარე ცოდნისა და საჭიროებების დადგენის სტრატეგია;
2.წახალისების, თვითრეგულირებადი და თანამშრომლობის  სტრატეგია;
3.პროგრესის მონიტორინგი;
4.მეტაშემეცნების სტრატეგია;-----ესენია განმავითარებელი შეფასება.
განმსაზღვრელია--- 5.  გაგებისა და ხარისხის შემოწმების სტრატეგია.
 მადლობა , რუსა.

суббота, 10 сентября 2016 г.

ტრენინგის მე-4 დღე

ტრენინგის დასაწყისში გავიხსენეთ და შევაჯამეთ წინა დღეს გავლილი მასალა და გადავედით ახალზე, კერძოდ , პროექტისთვის ვისწავლე კითხვების დალაგება და დასმა--ზოგადი, შინაარსობრივი და თემატური. ვისწავლეთ 21-ე  საუკუნის უნარ-ჩვევების   დაკავშირება მიზნებთან და შედეგებთან. ვისწავლეთ სტანდარტებთან მუშაობა. 
მადლობა, რუსა, გაწეული შრომისთვის.