понедельник, 10 октября 2016 г.

ტრენინგის შემაჯამებელი რეფლექსია

: ინტელის სასწავლო კურსი: პროექტზე დაფუძვნებული სწავლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრირება.
   ტრენინგის პირველივე დღეს გავეცანი ელექტრონულ წიგნს.  (tpdc.ge/essentials) ვისწავლე მასში ჩემთვის საჭირო ინფორმაციის მოძიება გავეცანი და ვისწავლე ჩეკლისტი და მისი შექმნა.
  ტრენინგის მეორე დღისთვის ავირჩიე თემა ჩემი პროექტისთვის და შევისწავლე ბუკლეტის მომზადება. გავეცანი ბუკლეტის სახეებს: -პოსტები; -ბროშურა ; ბუკლეტი; -ახალი ამბების ბიულეტენი; -ფლაერი; -გაზეთი.
დავამზადე ბუკლეტის ჩეკლისტი  ფურცლისაგან რომელიც სამ ნაწილად დავყავი. (ვისწავლე ახალი გვერდის  დამატება და ფურცლის სამ ნაწილად დაყოფა.) .
   ტრენინგის მომდევნო დღეს ვიმუშავე სტანდარტის დადგენაზე,  ესგ- ით გათვალისწინებულ  მისაღწევ  შედეგებზე. ელექტრონულ წიგნში-- მოდული 2. გავეცანი სასწავლო პროექტის დაგეგმვას : გავეცანი სტანდარტებს, მიზნებსა და საკვანძო კითხვებს. ჩემ თემასთან დაკავშირებით ჩამოვაყალიბე მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები, კერძოდ, მოვამზადე  ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები. პარალელურ რეჟიმში ვმუშაობ პროექტის გეგმის შევსებაზე.
    შემდეგ გადავედი ბლოგის შექმნაზე. დაწვრილებით გავეცანი და ვიმუშავე ბლოგზე. შევქმენი ჩემი პროექტის ბლოგის მისამართი.  ვიმუშავე ბლოგზე. ვისწავლე  ბლოგის ფონის შეცვლა, გვერდების დამატება, გვერდების გამოჩენა ჰორიზონტალურად.
    გავეცანი ინფორმაციას საავტორო უფლებების შესახებ და შეფასებას.
საავტორო უფლებებისას საჭიროა მივუთითოთ საიტის მისამართი, გამოყენებული ლიტერატურა, გამოცემის წელი, ავტორი და ა.შ.
 შეფასება ორგვარია: განმავითარებელი და განმსაზღვრელი. არსებობს შეფასების 5 სტრატეგია. აქედან  1---4 სტრატეგია არის განმავითარებელი, მე-5 განმსაზღვრელი.ესენია: 1.მოსწავლის წინარე ცოდნისა და საჭიროებების დადგენის სტრატეგია;2.წახალისების,თვითრეგულირებადი და თანამშრომლობის  სტრატეგია; 3.პროგრესის მონიტორინგი; 4.შეფასების სტრატეგია; 5.გაგებისა და ხარისხის შემოწმების სტრატეგია. ელექტრონულ წიგნში ავირჩიე მოდული 2. აქტივობა 3. ნაბიჯი1, მე-3 (ა) და გავეცანი ეფასების სტრატეგიებს.
  ელ. წიგნში მიდული 3.  კავშირებში შევდივარ და განვიხილე მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები და მოვარგე ჩემს პროექტს. შემდეგ გავხსენი პორტფოლიოს შეფასების რუბრიკა და გავეცანი.
მოსწავლის სავარაუდო  ნაშრომი, პროდუქტი შეიძლება იყოს:1. პრეზენტაცია (ვიზუალური და ზეპირი); 2.მაკეტი; 3.კედლის გაზეთი; 4.ბუკლეტი; 5.წიგნი; 6.სპექტაკლი; 7.რებუსები; 8.კროსვორდები; 9.ნახატები.
  ავირჩიე და შევქმენი  მოსწავლის ნაშრომი---კედლის გაზეთი, სადაც განვათავსე სათაური,  და ჩემი პროექტისათვის არცეული, შესაფერისი ინფორმაცია საქართველოს მეფეების, კერძოდ, თამარ მეფის, ერეკლე მეორისა და ვახტანგ გორგასლის  შესახებ.
   ვისწავლე ბლოგში ინფორმაციის დადება, წაშლა და გასაჯაროება.
   შეფასება.  გავეცანი შეფასების მეთოდებსა და ავირჩიე ჩემი პროექტისათვის შეფასების მთოდები, მიზნები,  რომლებიც შგევიტანე ჩემი პროექტის გეგმაში, გრაფაში--პროექტის მსვლელობა  .განმსაზღვრელი შეფასებისთვის, შეფასების მეთოდია მოსწავლის პროდუქტი, მისი ინსტრუმენტია რუბრიკები.რომლის შექმნა და გაკეთება ვისწავლე.
   საბოლოოდ  გავაკეთე პროექტის  პრეზენტაცია power point- ში. ( გავეცანი შესაბამისი შაბლონის. პრეზენტაციას: "ოქროს კვეთა")
გავეცანი ფასილიტაციას.  ვისწავლე პორტფოლიოს ატვირთვა საკუთარი ფოსტიდან ჯერ დისკზე და შემდეგ  ავტომატურად ხდება ბლოგზე გაზიარება. ვისწავლე  საკუთარ საქაღალდეში ცვლილებების შეტანა, წაშლა ან დამატება დისკიდან , რომელიც ავტომატურად ბლოგზეც გამოჩნდება.
     დიდი იმედი მაქვს, რომ შესწავლილ მასალას წარმატებით დავგეგმავ და გამოვიყენებ საგაკვეთილო პროცესში., ვიმუშავებ ბავშვებთან არჩეულ თემასთან დაკავშირებით,, რაც უფრო საინტერესოსა და ხალისიანს გახდის სწავლის პროცესს. დარწმუნებული  ვარ, ბავშვები სიხარულით ჩაერთვებიან ამ პროექტში, გაიგებენ ბევრ ახალსა  და საინტერესოს,  შეისწავლიან  საქართველოს მეფეების ისტორიას, გაეცნობიან  მათ ყოფა-ცხოვრებასა და წარმარებებს  ქვეყნის სასიკეთოდ, გაიფართოებენ თვალსაწიერს.
     დიდი მადლობა, რუსა, გაწეული შრომისთვის. გულწრფელად გეუბნები, რომ არაჩვეულებრივი ადამიანი ხარ!   წარმატებებს გისურვებ, უფლისგან დალოცვილი ყოფილიყავი! მადლობა.


воскресенье, 2 октября 2016 г.

ტრენინგის მე- 9 დღე

     შევაჯამეთ წინა ტრენინგის მასალა და გადავედით ახალზე, კერძოდ, ფასილიტაცია. გავეცანი ფასილიტაციის მაგალითებს. მუშაობის დროს, ფასილიტატორი აძლევს მიმართულებას. მოსწავლის კდლის გაზეთს გავუწიე ფასილიტატორობა და გავამზადე  ვორდის ფურცელზე.
      ვისწავლე საკუთარი პორტფოლიოს ატვირთვა ჯერ დისკზე და შემდეგ ბლოგზე.და აგრეთვე  ფაილის შეცვლა ან დამატება.
  გვქონდა საკუთარი პროექტის პრეზენტაცია.  მოვისმინე ჩემი და მივეცით ერთმანეთსაც  რჩევები  მადლობა, რუსა.

პროექტის პორტფოლიო

понедельник, 26 сентября 2016 г.

ტრენინგის მე-8 დღე

დღეს შევაჯამეთ წინა ტრენინგის ნასალა და გადავედით  პროექტის გეგმაზე.ჩემ ი პროექტისათვის ავირჩიე მეთოდები და თოთოეულ მეთოდს შევუქმენი შეფასების ფორმა. მაგალითად, ჯგუფებზე დაკვირვებისთვის  შეფასების ფორმად გამოვიყენე კითხვარი, რომელიც ავტვირთე "ვორდის"ფურცელზე და შევინახე ჩემს პაპკაში, რესურსებში. ასე მოვიქეცი დანარჩენ მეთოდებზეც.
მადლობა რუსა.

суббота, 24 сентября 2016 г.

ტრენინგის მე-7 დღე

    დღეს , როგორც ყოველთვის შევაჯამეთ წინა ტრენინგის მასალა და წარვადგინე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის ანუ გაზეთის პრეზენტაცია. მივიღე ტრენერისაგან და ჯგუფის წევრებისაგან რჩევები და რეკიმენდაციები. შემდეგ გადავედით მოდული 5-ზე შეფასება.. გავეცანით შეფასების 5 სტრატეგიას: 1.წინარე ცოდნა და საჭიროების შეფასება; 2.წახალისების, თვითრეგულირებადი სწავლისა და თანამშრომლობის სტრატეგია. 3. პროგრესის მონიტორინგი. 4. მეტაშემეცნებითი სტრატეგია; 5. გაგებისა და ხარისხის შემოწმების სტრატეგია.  განხილული სტრატეგიები და მეთოდები მოვარგე  საკუთარ პროექტს.  დღევანდელი შესწავლილი მასალის გამოყენებას შევეცდები კლასში.იმედია, პრობლემები არ მექნება. 
დიდი მადლიბა, რუსა გაწეული შრომისთვის.

воскресенье, 18 сентября 2016 г.

ტრენინგის მე-6 დღე

დღეს, როგორც ყოველთვის , შევაჯამეთ წინა ტრენინგის მასალა და დავიწყეთ მუშაობა მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის, პროდუქტის შექმნაზე. შევქმენი მოსწავლის გაზეთი  და დავდეთ ბლოგში. დღეს ვისწავლე ბლოგში დოკუმენტის  დადება,გასაჯაროება, წაშლა.
მადლობა რუსა.

суббота, 17 сентября 2016 г.

ტრენინგის მე-5 დღე
დღეს ვიმუშავე  ბლოგზე. ვისწავლე ბლოგის ფონის შეცვლა, გვერდების დამატება, გვერდების გამოჩენა ჰორიზონტალურად. ბლოგში ფურცლების მიმდევრობით დალაგება.აგრეთვე გავეცანი საავტორო უფლებებსაგანვიხილეთ  მოსწავლეთა შეფასების სტრატეგიებს: 1. მოსწავლეთა  წინარე ცოდნისა და საჭიროებების დადგენის სტრატეგია;
2.წახალისების, თვითრეგულირებადი და თანამშრომლობის  სტრატეგია;
3.პროგრესის მონიტორინგი;
4.მეტაშემეცნების სტრატეგია;-----ესენია განმავითარებელი შეფასება.
განმსაზღვრელია--- 5.  გაგებისა და ხარისხის შემოწმების სტრატეგია.
 მადლობა , რუსა.